“სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ხელისუფლება, რომელიც უხშირესად თვითონ არის მიზეზი ადამიანთა ცხოვრების ხელყოფის, უნდა დაუყოვნებლივ მოცილდეს ქვეყანას… ტრაგედიები, რომლებიც კასკადურად ხდება საქართველოში, არ შეიძლება პასუხისმგებლობის გარეშე დარჩეს”
შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.