19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დამატებითი დეტალები ირკვევა.
გამოძიებამ აღადგინა წაშლილი მინაწერი, საქმის ფიგურანტების მობილური ტელეფონებიდან. მათ შორის არის წვეულების არასრულწლოვანი სტუმარი ნ.ხ. რომელიც მის მეგობართან საუბარში ფიზიკური განადგურებით ემუქრება მათ, ვინც აგარაკის ჩხუბის დროს სცემეს.
ნ.ხ.: ესენი არ უცემიათ ჟვანოს და ბიჭებს, სხვები იყვნენ, ამათმა „გამდოლეს“.
ნ.ნ.( მეგობარი) : ესენი აკვაპარკში „იჩითებიან“. ამათ ვნახავ
ნ.ხ.: სად ველოდო აკვაპარკს, თავი ხომ გატეხილი მაქვს. 4 ადგილას კოპი მაქვს.უკნიდან მტენეს ქვა ეგრევე.
არასრულწლოვანი გამომძიებელთან ამბობს, რომ არ ახსოვს ვის გუსლისხმობს მიმოწერაში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.