ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“19 წლის ფეხბურთელის საქმეზე გამოძიებამ სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკადრების ჩანაწერების ამოღება მოითხოვა”

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე გამოძიებამ ახალი მოწმის ჩვენების შემდეგ სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკადრების ჩანაწერების ამოღება მოითხოვა. ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური საუბრობს.

„მოწმე არონიას ჩვენება ძალიან საინტერესოა. ის ადასტურებს, რომ 15 ივლისს ქუჩაში შეესწრო 4 მამაკაცის საუბარს, სადაც საუბრობდნენ, რომ მათ რაღაც მოიშორეს და ეს ფაქტი, რომ გაიგონ შაქარაშვილებმა, მათ ძლიერად დაარტყამენ. ძალიან საინტერესო მოწმეა და ამის შემდეგ, გამოძიებას სასამართლოსთვის მიმართული აქვს სკოლის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებისთვის. ძალიან საინტერესოა, რა იქნება ამ მასალაზე და რეალურია, თუ არა ჩვენება, რომელზეც მოწმე არონია საუბრობს” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელმაც გამოკითხვაზე თქვა, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან მან რამდენიმე პირის საუბარი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ, 19 წლის ფეხბურთელს ეხებოდა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, „ის ხომ გადააგდეო“, რაზეც მეორემ უპასუხა, რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო“. ამასთან, მოწმის განცხადებით, ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი შაქარაშვილის გვარიც ახსენა.

,,მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“ – ნათქვამია მოწმის ჩვენებაში.

იტვირთბა....