გაძლევთ პირობას, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ბრალის დამძიმება ზ.ხ.-სთან მიმართებაში, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ზ.ხ.-ს რაიმე შემხებლობა დგინდებოდეს გიორგი შაქარაშვილთან, ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი.
,,ჩვენ გადავეცით გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ზ.ხ.- ს უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში და გამოძიებამ გადმოგვცა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მან სასამართლოში წარმართა ზ.ხ.-სთან მიმართებაში. ის მასალები რომელიც წარმოდგენილია და სასამართლოში იგზავნება არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დგინდებოსეს ზ.ხ.-ს რაიმე სახით შემხებლობა შაქარაშვილთან ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი, არც ერთი მტკიცებულებით არ მტკიცდება ზ.ხ.-ს ბრალი,” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.