ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოძიებამ გადმომცეს ის, რაც საჭიროა…” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. მისი თქმით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა წარიმართოს. იგი საქმის მასალებს ითხოვს, რომლის მისაღებადაც საგამოძიებო უწყებას დღეს კიდევ ერთხელ მიმართავს.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იყოს ცნობილი მამა და, გარდა ამისა, საქმის მასალებს გავეცნო და გადმომეცეს ის, რაც საჭიროა, რათა დეტალურად ვიყო ინფორმირებული.

თავიდან, გასაგებია, რადგან ადამიანი იყო გამქრალი, ძებნა მიმდინარეობდა და იმ მუხლით წავიდა. ავტომობილით იყო წასული არეალიდან, მიმდინარეობდა მისი ძებნა, შესაბამისად, თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე იყო საუბარი. მაგრამ, დღეს აღმოჩენილია მისი ცხედარი, შესაბამისად, უნდა დადასტურდეს, გამოიძიონ მისი მკვლელობა მოხდა თუ რა მოხდა, მის სიცოცხლეს რითი დაემუქრა საფრთხე.

თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ამის გამო არ შეიძლება ვინმე დაისაჯოს, მკვლელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ადამიანმა უნდა მოგკლას, ამის უკან შეიძლება გარემოება არსებობდეს, პირები არსებობდეს” – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ქალი მისივე მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.

იტვირთბა....