გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთიდან ამოღებულ მედიკამენტებს 20 აბი აკლდა. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაუჩინარებამდე ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტი მეტაპროლოლის ტარტრატია. ამის შესახებ „პრაიმტაიმი” წერს.
მისი გამოყენების ჩვენებებია: – ზომიერი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპია ან სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში); – სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა; – გულის რითმის დარღვევა (სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური არითმია, მათ შორის პაროქსიზმული ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, წინაგულების თრთოლვა და ციმციმი, წინაგულოვანი ტაქიკარდია); – მეორადი პროფილაქტიკა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; – ჰიპერთირეოზი (გულის შეკუმშვათა სიხშირის შესამცირებლად); – შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა.
გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, არის თუ არა აღნიშნული პრეპარატი გარდაცვლილის კუჭის მასაში და სისხლში.