მთავარი სამართალი ციტატა

“თამარს აფთიაქში უყიდია ჩვეულებრივი წნევის დამწევი პრეპარატი” – ბაჩალიაშვილის ბიძა

“ჩვენც ისე გავიგეთ, რაც შსს-მ გაავრცელა. თამარს აფთიაქში უყიდია მედიკამენტები. აფთიაქი იმისთვის არსებობს, რომ შეხვიდე და იყიდო მედიკამენტი. როგორც მე გავიგე, ეს არის ჩვეულებრივი წნევის დამწევი პრეპარატი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს ედოს  ჯიბეში ან ხელჩანთაში.”

კობა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

ამის შესახებ თამაზაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

 

იტვირთბა....