ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს – საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს.

„ელჩი ბრინკი თანამდებობიდან გადადგება. ის იქ სამი წლის განმავლობაში მსახურობდა, ეს დიდი დროა ომის ზონაში” – აცხადებენ სახდეპში.

მედიის ინფორმაციით, ბრინკს გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ წარუდგენია, თუმცა თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. თავად დიპლომატს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში ელჩად 2022 წლის მაისში დაინიშნა.

იტვირთბა....