ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ქართველი მაღალჩინოსნები შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, კარლო კაციტაძე და გიორგი გაბიტაშვილი დაასანქცირა, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

სანქციენი ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვას.

“დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევიბისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა. ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების (2020 წლის რეგულაციის თანახმად) ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე”,– აღნიშნულია დოკუმენტში.

 

იტვირთბა....