23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელის განცხადებით, მანქანა ტყეში წინა ღამეს არის მიყვანილი და მისივე ვარაუდით, ბაჩალიაშვილს ადგილის ლოკაცია ვიღაცამ ჩაუგდო, რადგან ადგილობრივებიც ამბობენ, რომ გოგონა ადგილზე მისასვლელ კონკრეტულ გზას ეძებდა.
“ეს მანქანა ადგილზე წინა ღამეს არის მიყვანილი, ალბათ პროტესტი რომ იყო, იმ დღეს მიიყვანეს. უკვე, როდესაც ვაპირებდით თამარის საძებნად წასვლას, სიურპრიზად დაგვახვედრეს. მობილური ტელეფონი გვერდით სავარძელზე იდო, თვითონ კი უკანა სავარძელზე იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თამარი იქ კონკრეტულ ადგილს ეძებდა, მისკენ მისასვლელ გზას. ლოკაცია ან წინასწარ მისწერეს, ან ჩაუგდეს ტელეფონზე მაშინ”,- აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.