ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ინსტაგრამმიმოწერა აღადგინეს – ვის ემუქრებოდა იმ ღამეს შურისძიებით არასრულწლოვანი

გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამქრალი ინსტაგრამმიმოწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ აღადგინა. გზავნილებში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ფიგურანტი არასრულწოვანი ნ.ხ. თუ როგორ ესაუბრება მეგობარს ნიკა ნათენაძეს შურისძიებაზე და მეგობართან მიმოწერაში ნ.ხ ამბობს, რომ თავი ჰქონდა გატეხილი და 4 კოპი აღენიშნებოდა.

“მე ამათმა გამდოლეს” – თქვა მან. ამასთან დასძინა, რომ გაბოროტებულია და არავის შეარჩენს.

ეს მიმოწერა ახალგაზრდებმა წაშალეს, თუმცა სპეციალისტებმა მისი გაშიფვრა შეძლეს. სწორედ ამ საკითხზე 21 ივლისს მათი გამოკითხვა მოხდა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

 

იტვირთბა....