“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოძიება. ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის და ამიტომ დაიწო რეფორმები და სისტემური განახლება შსს-ში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ისე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნულით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას აანონსებს.