მთავარი ციტატა

“წვეულებაზე ვნახე პირველად გიორგი, კონტაქტი მქონდა, მითხრა ფეხბურთელი იყო…” – იაკობ ბრეგვაძე

“წვეულებაზე ვნახე პირველად გიორგი, კონტაქტი მქონდა, მითხრა, ფეხბურთელი რომ იყო, ძალიან პოზიტიური იყო. ჩხუბი რომ მოხდა, ძალიან გაუკვირდა, რადგან მისთვის უცხო იყო ჩხუბი”

იაკობ ბრეგვაძე, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ე.წ. ფოტოგრაფი

იაკობ ბრეგვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბრეგვაძის განცხადებით, აინტერესებდა, თუ რატომ ჰქონდა მას დაზარალებულის სტატუსი, რაზეც პასუხი მიიღო.

შეგხსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.

იტვირთბა....