ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხმაურება

რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დიალოგის გზით მიაღწიონ პრობლემათა მშვიდობიან ხანგრძლივ მოგვარებას.

„შეშფოთებით ვუყურებ ბოლო დღეებში ახალ გამწვავებულ შეიარაღებულ დაძაბულობას კავკასიის რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა რომის პაპმა საკვირაო ქადაგების დროს.

მისივე თქმით, იგი ილოცებს შეტაკებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების თანადგომით შესაძლებელი გახდება ხანგრძლივი სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღწევა.

შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ტანკები სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გამოიყვანა მწყობრიდან.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

იტვირთბა....