aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის – განადგურებულია 3 ტანკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკი გაანადგურეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ტანკები სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გამოიყვანა მწყობრიდან.

სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თითქმის 6-დღიანი ბრძოლის შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

იტვირთბა....