დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, თუ გიორგი შაქარაშვილი დაგორდებოდა, მას დაზიანებები ფეხებზეც უნდა ჰქონოდა.
ამის შესახებ გეჯაძემნ უპასუხა ნოდარ მელაძის კითხვას, ადამიანი 25 მეტრის სიმაღლიდან რომ დაგორებულიყო, როდესაც მოკლე შორტი აცვია, ექნებოდა თუ არა ფეხებზე დაზიანებები.
“უნდა ჰქონოდა. პასუხი ესაა. არა მარტო სისხლნაჟღენთები, მას უნდა ჰქონოდა ასევე დაზიანებები, რომლებიც იწვევს კანის მთლიანობის დარღვევას. სისხლნაჟღენტები კანის მთლიანობას არ არღვევს. უნდა ჰქონოდა ნაჭდევები მუხლებზე და ზემო კიდურებზე. თუ დაგორებაზეა ლაპარაკი, ეს ნაჭდევები უნდა ჰქონოდა. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და იმედია, ექსპერტიზა ჩემს აზრს გაიზიარებს,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
როგორც გეჯაძე აღნიშნავსმ ის ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებამდე კონკრეტული პასუხებისგან თავს იკავებს, რადგან ამით გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა, რომელშიც ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთვება. ამ ექსპერტიზამ გამოძიების 14 კიტხვას უნდა უპასუხოს.