პუტინის მიზანია ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა – გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და აცხადებს, რომ კრემლის ლიდერის ამბიციები უკრაინაზე არ შეჩერდება.
„ისევე, როგორც სუდეტის ოლქი 1938 წელს საკმარისი არ იყო, პუტინიც არ შეჩერდება.
პუტინის მიზანია ევროპაში საზღვრების ფუნდამენტური ცვლილება და ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა მის საზღვრებში“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

