ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრალიაში, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა 

სიდნეიში, პლაჟზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ინციდენტი პლაჟ ბონდიზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს – ხანუკას აღნიშნავდნენ. მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა, კრის მინსმა დაადასტურა, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

მისი თქმით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

იტვირთბა....