ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა, რომელმაც 14 კითხვას უნდა გასცეს პასუხი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა,  რომელშიც ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთვება.

ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ “დღის ამბებში” განაცხადა.

გეჯაძის განცხადებით, გამოძიებამ ექსპერტებს 14 კითხვით მიმართა, რომელთა შინაარსიც ძირითადად გულისხმობს, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს.

“14 ივლისის დადგენილებით, გამოძიებამ დანიშნა ესპერტიზის ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა იმის გასარკვევად, თუ ის დაზიანებები, რაც ჰქონდა შაქარაშვილს, რა ვითარებაში იყო შესაძლებელი განვითარებულიყო. დასმული იყო 14 შეკითხვა. ამ დადგენილების შინაარსის გააზრების შემდგომ, გუშინ გამოძიებამ ჩვენ მოგვმართა წერილობით და გვთხოვა, ექსპერტიზაში ჩვენი ექსპერტთა კომისიის ჩართულობის თაობაზე. ბუნებრივია, მაღალი საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა ექსპერტიზაში ჩართვის თაობაზე,”- აცხადებს გეკაძე.

გეჯაძის თქმით, პროცესში მისი ორგანიზაციიდან სამი ექსერტი ჩაერთხვება, მათგან ერთ-ერთი კი ექსპერტ-ნევროლოგია, რომელმაც კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

“გამოძიების ერთ-ერთი კითხვაა, იყი შესაძლებლობა თუ არა, შაქარაშვილს ისეთი დაზიანება მიეღო თავის არეში, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია გონების დაკარგვა, ამიტომ ჩვენ ჩავრთეთ ექსპერტ-ნევროლოგი. ნევროლოგის ჩართვის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს ქალა-ტვინის ტრავმების მიმდინარეობასთან მიმართებაში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის დაზიანებები, რომლებიც მას ჰქონდა სახის არეში, სულ ცოტა გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას. ამიტომ გვჭირდება ნერვოლოგის ჩართულობა, რომელიც დაგვიდასტურებს, შაქარაშვილს  რა სახის დაზიანებებიც ჰქონდა, ამას მოჰყვებოდა თუ არა ქალა-ტვინის ტრავმა,:- აცხადებს ექპერტი.

გეჯაძის თქმით, გამოძიების ერთ-ერთი კითხვაა ასევე, 15-20 მეტრის სიმაღლიდან წყალში ჩავარდნით შესაძლებელი იყო თუ არა შაქარაშვილს ეს დაზიანებები მიეღო. ხოლო ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად, გეჯაძის თქმით, ექსპერტთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე წავა და არსებულ რელიეფს უკეთესად შეისწავლის.

 

იტვირთბა....