ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს – აღნინულია შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“შოკირებული ვარ ბონდი-ბიჩზე მომხდარი ტრაგიკული თავდასხმით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს. გაერთიანებულები ვართ ძალადობის, ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ“ – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მომხდარს ასევე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც.
“შოკირებული ვარ ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შემზარავი კადრებით. ებრაული თემის წინააღმდეგ ძალადობის ეს საშინელი აქტი ცალსახად უნდა დაიგმოს. ავსტრალია ევროპის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიელ ხალხს“ – წერს კაია კალასი.

