“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამ პერიოდსი სასამარტლოს ჩანიშვნა 8 მარტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა მის მიმართ სასამარტლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
ოქრუაშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლება უნდა აცნოიერებდეს და მისი შეუსრულებლობით ის დიდ ფასს გადაიხდის.
„8 მარტის შეთანხმების შინაარსის და სულისკვეთების დარღვევა ივანიშვილს და ქვეყანას ერთხელ უკვე ძალიან მძიმე ფასად დაუჯდა. საკმაოდ შეილახა ქვეყნისა და ხელისუფლების რეპუტაცია. სასამართლოს ამ პერიოდში ასე ჩანიშვნა და ესეთი ფორსირებული რეჟიმით განახლება ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. უნდა აცნობიერებდეს ამას, როგორც ხელისუფლება, ისე ივანიშვილი, რომ არანაკლებ ფასს გადაიხდიან.,”- აცხადებს ოქრუაშვილი.
მისივე თქმით, ამ საქმის უკან ბიძნა ივანიშვილი დგას და ეს ქვეყანას ძვირად დაუჯდება.
“ამ საქმის უკან რომ ივანიშვილი დგას ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მით უმეტეს პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმესთან მიმართებაში ყველამ დაადასტურა. კარგად დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ასეთ შეცდომებს ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის. პირადად მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის“
გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში სასამართლო პროცესი განახლდა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება.
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.