ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოქრუაშვილთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო პროცესი ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება

სასამართლო პროცესი, რომელიც “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში არის დაწყებული, ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

ოქრუაშვილს საქმესთან დაკავშირებით ან სასამართლოში ან საგამოძიებო უწყებაში იქნება დაბარებული.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, ამ საქმის თავიდან წამოწყება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნათელი მაგალითია.

“ოქრუაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ჩაინიშნა და ეს არის საქმე, რომელიც წლების წინ მიმდინარეობდა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აფრთხილებენ ივანიშვილს, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა დაიცვან და ეს შეთანხმება არ არის ბოლომდე შესრულებული, მათ შორის გიორგი რურუასთან მიმართებაში. მეორე – პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება რომ უნდა შეწყდეს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს დემონსტრირებაა, რომ “აი მე არ მაინტერესებს ჩვენი პარტნიორების გაფრთხილება”, ივანიშვილის მხრიდან ეს არის ზუსტად იმის წარმოჩენა, რომ შინაარსობრივად ეს ადამიანი არ არის მზად ესაუბროს ჩვენ პარტნიორებს და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

იტვირთბა....