“ამ საქმის უკან რომ ივანიშვილი დგას ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მით უმეტეს პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმესთან მიმართებაში ყველამ დაადასტურა. კარგად დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ასეთ შეცდომებს ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის. პირადად მე არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის“
“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი
ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა მის მიმართ სასამარტლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში სასამართლო პროცესი განახლდა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება.
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.