“ჩემი შინაგანი რწმენით, არ უნდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ, სიმაღლიდან ვარდნა რასაც ჰქვია, ამას მოჰყვება შინაგანი ორგანოების დაზიანებები, ჩონჩხის ძვლების მოტეხილობები, არ აქვს მნიშვნელობა წყალზე დავარდა თუ მიწაზე. აქედან გამომდინარე, ჩემი პასუხია, რომ შაქარაშვილს შინაგანი ორგანოების დაზიანებები და ჩონჩხის მოტეხილობები არ ჰქონია.”
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსპერტი
ამის შესახებ ალექსანდრე გეჯაძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა, რომელშიც ასევე, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთვება. ამ ექსპერტიზამ გამოძიების 14 კიტხვას უნდა უპასუხოს.