მთავარი ციტატა

“მოცემული რეალობიდან წარმოუდგენელია დღეს ვინმეს ბრალდება წარუდგინონ”- გაგნიძის ადვოკატი

“თუ ექსპერტიზის პასუხები იქნება ისეთი, რომ პირდაპირ გამოკვეთავენ კონკრეტულ პორს ან პირთა ჯგუფს, მაშინ ბრალდების მხარეს ხელ-ფეხი გაეხსნება, დანარჩენი, მოცემული რეალობიდან წამოუდგენელია დღეს ვინმეს ბრალდება წარუდგინონ.”

ალექსანდრე კობაიძე – შაქარაშვილს საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკაატი

ამის შესახებ ალექსანდრე კობაიძემ “დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.  მორაგბეს ამ ექსპერიმენტით იმის დამტკიცება სურს, რომ ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს – მხოლოდ „სწრაფი ნაბიჯებით” გაჰყვნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდნეიმე სახის ექსპერტიზაა დანიშნული. ამ დროისთვის ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის  დასკვნა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. ამ დროისთვის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....