aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გაკიდება არ ყოფილა. ისინი შაქარაშვილის სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვნენ” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი მორაგბეს ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.

გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მორაგბეს ამ ექსპერიმენტით იმის დამტკიცება სურს, რომ ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს – მხოლოდ „სწრაფი ნაბიჯებით” გაჰყვნენ.

„კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება ხუთ წუთს. შეუძლებელია ამ დროში, რა ვერსიაც არსებობს, რომ წყალში ჩაიყვანა ვინმემ ან ჩაიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რეალური იყოს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი – რამდენად რელევანტურია, რომ ხუთ წუთში სცემდნენ კიდეც და წყალში ჩაიყვანდნენ.

გაგნიძე აღნიშნავს, რომ გაკიდება არ ყოფილა. იყო გადასვლა სწრაფი ნაბიჯებით. გაკიდება არ ყოფილა”, – ამბობს კობაიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....