ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთადერთი აგრესორი არსებულ სიტუაციაში რუსეთია და ამერიკის რისხვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ერთ ადამიანზე: პრეზიდენტ პუტინზე”- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს.

მაკრონის თქმით, “ერთადერთი აგრესორი არსებულ სიტუაციაში რუსეთია და ამერიკის რისხვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ერთ ადამიანზე: პრეზიდენტ პუტინზე”.

საფრანგეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია უცვლელია და ასე დარჩება.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ საერთაშორისო კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის უფლების დაცვას, იცხოვროს მშვიდობიანად მათ ტერიტორიაზე და მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, რომ ტყუილები შეწყვიტოს:

“ის ამბობს “მე მშვიდობა მინდა”, მაგრამ აგრძელებს უკრაინაში ხალხის დაბომბვასა და მკვლელობას. თუ ის იტყვის “დიახ”, ცეცხლის შეწყვეტა ხვალვე იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა მაკრონმა.

იტვირთბა....