ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, რუსეთის უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 90 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რომ 31 ადამიანი საავადმყოფოში რჩება და სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში ჩარჩენილი მსხვერპლის გამოსაყვანად მიმდინარეობს.

კლიჩკოს თქმით,დაშავებულებს შორის 6 ბავშვი და 1 ორსული ქალია.

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების სერია 24 აპრილს ადგილობრივი დროით 01:00 საათზე მოხდა, ხოლო განმეორებითი აფეთქებების ხმა, მოგვიანებით ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე გაისმა.

იტვირთბა....