ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამის შესახებ არაფერი ვიცოდით” – შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ზ.ხ. გლდანის ციხეში გადაიყვანეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. მატროსოვის ციხიდან გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს. გიორგი გელხაურის თქმით, არც ოჯახსა და დაცვის მხარეს, არც გამოძიებას, ზ.ხ.-ს გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„მოვედით, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზ.ხ. გადაიყვანეს მერვე დაწესებულებაში – მოგვიწევს გლდანის მერვე დაწესებულებაში ხვალ შესვლა. ამის შესახებ არც დაცვის მხარემ და არც გამოძიებამ არ იცოდა” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....