ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლამდე გაუხანგრძლივდა

პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა.

აღნიშნული კანონპროექტი 79 ხმით დაამტკიცა. ამ ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე შეეძლება.

22 მაისს პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცეს, რითიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა მიეცა. მიუხედავად ოპოზციის დიდი წინააღმდეგობისა, მან აღნიშნულ ცვლილებებს მხარი მაინც დაუჭირა, ოღონდ კონკრეტული დათქმის პირობით. კერძოდ, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 2020 წლის 15 ივლისამდე მიენიჭა.

მმარველ გუნდში აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაცას ოპოზიცია არ იზიარებს. ოპოზიციისა და “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები მთავრობისთვის უფლებასილების გახანგრძლივებას “პოლიტიკურ აფიორას” უწოდებენ და აცხადებენ, რომ  მაღალი ალბათობაა, კორონავირუსთან ბრძოლა წინასაარჩევნოდ სათავისოდ გამოიყენონ.

არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, მთავრობამ წინასაარჩევნოდ მის ხელთ არსებული ბერკეტები სათავისოდ გამოიყენოს და შეზღუდვები არასაჭიროების შეთხვევაშიც დააწესოს, ამ საკითხზე “მეტრონომს” ექპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

იტვირთბა....