მთავარი ციტატა

“ვერ მივიღეთ პასუხი სახალხო დამცველისგან, როგორ აპირებს შაქარაშვილის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან” – მდინარაძე

„წარმოიდგინეთ რა ზომამდე მიიყვანეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი, რომ მან სახალხო დამცველს კონკრეტული პარტიული არხის ბულინგისგან დაცვა სთხოვა, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი მათ შორის, სახალხო დამცველისგან თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისგან; ოჯახისას, რომელმაც უდიდესი ტრაგედია მიიღო შვილის გარდაცვალებით. მე ვფიქრობ, რომ ამაზეც უნდა მივიღოთ სახალხო დამცველისგან პასუხი“.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

ამის შესახებ  მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველისგან, რომელიც გუშინ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ მათი პოზიცია და მოსაზრებები მოისმინა, საზოგადოებამ ჯერ ვერ მიიღო პასუხი თუ როგორ აპირებს ის ოჯახის დაცვას კონკრეტული პარტიული არხის მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხისგან.

იტვირთბა....