ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტიზა შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ტელეფონებიდან ინფორმაციის აღდგენას ვერ ახერხებს

ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ფიგურანტების კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან მიმოწერებისა და ზარების აღდგენა ვერ შეძლო

საქმეში ფიგურანტი პირების ტელეფონები ექსტეპრიზამ გამოძიებამ გადაუგზავნა, მაგრამ წაშლილი ინფორმაციის აღდგენას ვერ ხერხდება.

არსებული ინფორმაციით, მობილურ ტელეფონები დაბლოკილია პაროლით, რომლის მოხსნაც ვერ ხერხდება.

“Samsung”-ის ფირმის “Galaxy S7 Edge” მოდელის მობიოლური ტელეფონი დაბლოკილია მომხმარებლის მიერ მინიჭებული პაროლით, რომლის მოხსნაც ჩვენს ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია. შესაბამისად, ინფორმაციის ამოღება/აღდგენა წარდგენილი მობილური ტელეფონებიდან, წარმოდგენილ მდგომარეობაში შეუძლებელია”- წერია საგამოძიებო ორგანოს დოკუმენტში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდნეიმე სახის ექსპერტიზაა დანიშნული. ამ დროისთვის ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის  დასკვნა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. ამ დროისთვის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....