ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნების“ სრული მობილიზაცია: ხარაგაულის მერის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მერი თანამდებობას დატოვებს

უახლოეს მომავალში ქალაქებისა და რაიონების მერების უმეტესობას დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „2020NEWS“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 31 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების გარდა, საქართველოს ბევრი ქალაქი ახალ მერს აირჩევს. მერობის ახალი კანდიდატები გრიგოლ ლილუაშვილის უწყების რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩევა.

წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მერების „ბართლომეს ღამე“ მოახლოებულ არჩევნებს და მათ დაბალ რეიტინგს და ნდობის დაბალ ხარისხს უკავშირდება. 2 დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს არ დასტურდება.სააგენტოს ცნობით, კომახიძე იძულებით შვებულებაში იმყოფება და მისი უკან მობრუნება დაგეგმილი არ არის. გადასაყენებელთა სიაში ერთ-ერთი პირველები თელავისა და რუსთავის მერები არიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შემდეგი მუნიციპალიტეტების მერები გადადგნენ თანამდებობებიდან. ესენი არიან: ზესტაფონის, ქუთაისის, კასპის, ონის, თერჯოლის, ხარაგაულის და დიდი ალბათობით, ბათუმის მერები.

დღეს ხარაგაულის მუციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობის დატოვებას გეგმავს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.

 

იტვირთბა....