“ჩვენ იმხელა პრობლემასთან და იმხელა საფრთესთან გვაქვს საქმე, რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ, ოჯახის წევრის ამ პოზიციაზე საუბარს, ეს არაა ჩემი საქმე. მე არ მგონია რომ უფლება მქონდეს, რამე ვთქვა. ის პოლიტიკური მოთამაშეც იქნება, კამათიც გვექნება და ყველაფერიც, მაგრამ ეს მეასეხარისხოვანია, იმდენად ღრმა სისტემურ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე.”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ ელენე ხსტარიამ “დღის ამბებში” განაცხადა
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძე განაცხადა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობას აპირებს. ნიკოლაძის თქმით, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და პარტიულ საქმიანობაში ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე ჩაერთო.