მთავარი ციტატა

“შაქარაშვილის საქმეზე ყველა მტკიცებულება ჩამოშლილია”- დეკანოიძე

“შაქარაშვილის საქმე არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული. ყველა მტკიცებულება არის ჩამოშლილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ. ახლა რაც არის საზოგადოებისთვის საინტერესო, ორი მნიშვნელოვანი რამაა. პირველი – ვინა არიან დამნაშავეები, ვინც იძალადა შაქარაშვილზე და მეორე-  ვინ არია ის მფარველები, რომლებმაც დაავალეს უწყებას საქმის გაყალბება.”

ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებთ განაცხადა. 

ამ დროისთვის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და  17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. სამედიცინო ექსპერტიზის  დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. 

იტვირთბა....