ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პერანგი ქურდული სიმბოლიკით: “ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც შაქარაშვილი შეეწირა”

ჟურნალისტის, “კურიერის” წამყვანის, თეონა ცხომელიძის განცხადებით, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს სკოლაში ბოლო ზარი მიმდინარე წლის მაისში ჰქონდა. მისი თქმით,, მას პერანგზე “ქურდული” სიმბოლიკა აქვს დახატული. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

“ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე – 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია? – ქურდული სიმბოლიკა.

ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.

ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.

ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?” – წერს თეონა ცხომელიძე.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....