“გამოძიება 109-ე მუხლის ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს, ვინაიდან არავინ იცის, შაქარაშვილს დაზიანებები როგორ მიადგა. ჯერ მირბოდა, წაიქცა და შესაძლოა, ამ დროს მიიღო დაზიანებები. გამოძიება ვერ დაამტკიცებს, რომ მასზე იძალადეს… ეს მუხლი დააყენეს, რადგან გაეჩუმებინათ. რა იმედი უნდა ჰქონდეს ნიკოლაძეს? ეს მუხლი იმიტომ დაყენა პროკურატურამ, რომ ოჯახი გაჩუმა.”
ალექსანდრე კობაიძე – 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატი
ამის შესახებ ალექსანდრე კობაიძემ “მეტრონომთან” განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას გამოეხმაურა და იგი ადასტურებს, რომ თირკმელში აღმოშნდა პლაქტონი, რაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ასფიქსია გახდა.
ხოლო, გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხდვით გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. შაქარაშვილებისდ ოჯახი დაზარალებული ოჯახი “ტოიოტა ქამრის” მანქანის ექვსივე მგზავრის 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.