ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ “ტოიოტა ქამრის” ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით”- შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილისდ ბიძის განცხადებით,დაზარალებული ოჯახი “ტოიოტა ქამრის” მანქანის ყველა მგზავრის 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც ნიკოლაძემ პრესკონფერენიაზე განაცხადა, ვინაიდან, შაქარაშვილის გაუჩინარებისა და მისი გარდაცვალების დროს ადგილზე “მერსედესის” მანქანა აღარ იმყოფებოდა, შესაბამისად, მის მგზავრებს გამოძიება იგივე მუხლს ვერ წაუყენებს.

თუმცა, ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ თუ “მერსედესის” მარკის მანქანის მგზავრების მისამართიდაც გამოიკვეთება მძიმე დანაშაული და მათი მათი ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

“ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

ეს გახლავთ “ტოიოტა ქამრიში” მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის და რომლსი შემდეგაც დადგა ეს შედეგი. ექვსივე მათგანი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. თუ გამოიძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, რა თქმა უნდა, შემდგომ კვლავ კიდევ ერთხელ ჩამოვყალივდებით, რა პოზიცია გვექნება. მაგრამ, დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით,”- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. დასკვნის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას გამოეხმაურა და  იგი ადასტურებს, რომ თირკმელში აღმოშნდა პლაქტონი, რაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ასფიქსია გახდა.

ხოლო, გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხდვით გიორგი შაქარაშვილი მოკლეს.

იტვირთბა....