გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ჟურნალისტებთან ეხმაურება.
გეჯაძე ადასტურებს, რომ თირკმელში აღმოშნდა პლაქტონი, რაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ასფიქსია გახდა.
როგორც გეჯაძე აცხადებს, მისთვის წინასწარი დასკვნა ცნობილი იყო, რისი გასაჯაროებისგანაც თავს იკავებდა არსებული პოლიტიკური პროცესების გამო.
” ჩვენ გვქონდა წინასწარი მინიშნებით ინფორმაცია, ანუ დამახასიათებელი ნიშნები წყალში დახრჩობისთვის. თუმცაღა, შეგნებულად თავს ვიკავებდი აღნიშნული სიკვდილის მიზეზის კონკრეტული გაჟღერებისგან, რამეთუ ადგილი ჰქონდა პოლიტპროცესებს, რაც ართულებდა მიკროსკოპული ლაბორატორიული შედეგებს, რომელიც უტყუარად ერთიანობაში მოგვცემდნენ იმის შესაძლებლობას, კატეგორიულად გველაპარაკ სიკიდილის მიზეზზე.
ამჟამად, კატეგორიულად და ცალსახად შეძლება თქმა, რომ აღმოჩნდა პლაქტონი თირკმელში. შესაბამისად ეს არის სპეციფიური ნიშანი და შესაბამისად ვადასტურებ, რომ დასკვნა რომელიც ხელში მიჭირავს და ხელს აწერს ჩვენი კომისიის წარმომადგენელიც, ცალსახაა რომ სიკვილის მიზეზი არის ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით. ეს არაა უბრალოდ ინფორმაცია, ეს არის მონაცემები,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს.