გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ 19 წლის ფეხბურთელი მოკლეს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, დაახლოებით 12 სახის, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება“ – განაცხადა ნიკოლაძემ.