ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე სავარაუდოდ ადვოკატ ვასილ მამულაშვილის მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას ეხება.
პროკურატურამ სხვა მასალებთან ერთდ ადვოკატს შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც გაუგზავნა.
მამულაშვილი და კობაიძე გამოკითხვაზე დიღმის სამმართველოში არიან დაბარებული.