ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა” – სანაია შენგელიას “ცსკაში” გადასვლაზე

“კაპიტანი ხარ. შენ არა ხარ მხოლოდ კალათბურთის ნაკრების წევრი. იმ პარკეტზე შენ მთლიანად საქართველოს კაპიტნობ, მის ღირსებას იცავ, მხედართმთავარიც ხარ და ყველაფერი. კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან. არც ჯარისკაცი უნდა გადავიდეს, მაგრამ კაპიტანი წარმოუდგენელია. გული მწყდება. არ ვწერ მორალისტის პოზიციიდან. შენ ნაკრებში უნდა გიგულშემატკივროთ. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა. საერთოდ, უნდა გავიგოთ, რომ სპორტი ცალკე არ არსებობს. ეს იგივეა, ოიერტეზე გადავიდე და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები გავუშვა. რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა. არ ვიცი, როგორ მაგრამ იმედია, ცხოვრება ყველას მოგვცემს შეცდომების…”

ვახო სანაია – ჟურნალისტი

აღნიშნული განცხადება სანაიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.

იტვირთბა....