aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში პარტიის 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის 30-ვე მაჟორიტარი ივლისის შუა რიცხვებში დასახელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო პროგრამაზე მუშაობაც.

„ჩვენ წარვადგენთ ძალიან დეტალურ საარჩევნო პროგრამას, პროგრამა არის მზადების პროცესში და სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ამ პროგრამაზე მუშაობა. ის მოიცავს ბუნებრივია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების ყველა მიმართულებას, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული პროგრამა წარდგენილი საზოგადოების წინაშე და ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში.

როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს დღეებში დავასრულოთ შერჩევის, განხილვის პროცესი. მე იმედი მაქვს, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე 30-ვე მაჟორიტარი დასახელდება და ივლისის შუა რიცხვებიდან სრულმასშტაბიან საარჩევნო სამზადისზე გადავალთ. იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია არიან გუნდში, მაგრამ იქნებიან ასევე საკმაოდ ჭარბად წარმოდგენილი ახალი სახეები”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება, სადაც 120 მანდატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით გადანაწილდება.

იტვირთბა....