ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე ორი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო არ დაუშვეს

ერთიან ეროვნულ გამიცდებზე მაღალი სიცხის გამო ორი აბიტურიენტი არ დაუშვეს. ამის შესახებ “მეტრონომს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.

როგორც ცენტრში აღნიშნეს, გამოსაცდელებს 38-მდე ტემპერატურა აღენიშნებოდათ და ვინაიდან მათ “პისიარ” ტესტი არ ჰქონდათ, საგამოცდო სივრცეში მათი დაშვება ვერ მოხდა.

ამასთან, ცენტრში არ აკონკრეტებენ, რომელ საგამოცდო სივრცეებში არ დაუშვეს აბიტურიენტები, რადგან მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს.

“ქვეყნის მასშტაბით მაღალი სიცხის გამო ორი აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს. მათ არ ჰქონდათ ვირუსზე ჩატარებული “პისიარ” ტესტი. შესაბამისად, მათი გამოცდაზე დაშვება ვერ მოხდა. ლოკაციას ვერ ვიტყვი, რადგან მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს. ასევე, არ დაიშვა ორი გამოსაცდელი დაგვიანების გამო,”- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

ამასთან, როგორც ცენტრში გვითხრეს, წელს დარეგისტრირებული 40 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან 93%-ზე მეტი გამოცხადა.

დღეიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

გამოცდებისათვის დეტალურად არის გაწერილი წესები, რომლებიც ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

იტვირთბა....