aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვთავაზობთ ოპოზიციას შევთანხმდეთ მემორანდუმზე…” – ირაკლი კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობამ ოპოზიციას რამდენჯერმე შესთავაზა მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც განისაზღვრება საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი. მისივე თქმით, შეთავაზება კვლავ ძალაშია, თუმცა, ოპოზიცია ისევ დუმს. ამის შესახებ მან ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

„მიზეზები აბსოლუტურად გასაგებია გამომდინარე იქედან, რომ როდესაც საუბარია რადიუსის დაკავებაზე, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აკეთებენ ხოლმე ამას. მაგალითად, 2019 წლის არჩევნების დროს გვქონდა მცდელობა, რომ დაგვეტოვებინა ცარიელი, 25-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნებთან. 6 ოლქში გვქონდა არჩევნები და მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს აქტივისტებს. მე ვიყავი შტაბის უფროსი მაშინ და, რეალურად, ჩვენები არ იკავებდნენ ამ რადიუსს, თუმცა ჯერ დილის 8 საათიც არ იყო, როცა არა მარტო ოპოზიციის აქტივისტებს, არამედ ოპოზიციის ლიდერებსაც კი ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსები.

ამის შემდეგ ჩვენები უკვე იძულებული გახდნენ, ისინიც შესულიყვნენ აღნიშნულ პერიმეტრზე. საბოლოოდ, ის სურათი, რაც არის უბნების გარშემო ხოლმე, ბუნებრივია, მოსაწონი არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება ეს რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის აღსრულებაზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....