მთავარი ციტატა

“სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება”- ევროკავშირის ელჩი “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე

“მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში. სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა -ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება; ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.”

კარლ ჰარცელი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ახალი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

იტვირთბა....