“ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია არ ვიცი. ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20-%-ზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. შემიძლია ფორაც კი მივცე საკმაოდ დიდი. ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა.”
მიხეილ ყაველაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ამის შესახებ ყაველაშვილმა “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.