ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპატრიარქომ აქედან უნდა გააგდოს რუსული ეკლესიის წარმომადგენელი…” – ბასილ კობახიძე

რუსეთში, ახლადაშენებულ სამხედრო ტაძარში, რუსეთის მიერ წარმოებულ ომებს მიძღვნილ ფრესკას, სადა ცაგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცებია გამოსახული, თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურებს. მისი თქმით, საპატრიარქომ უნდა გამოიწვიოს მოსკოვში ჩვენი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, აქედან უნდა გააგდოს რუსული ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიაროს.

“რუსულმა ეკლესიამ ფრესკებზე გამოსახა აფხაზეთის და აგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის სისხლში არიან გასვრილი. თან ფრესკებზე დააწერა ამის შესახებ, რომ მნახველმა იცოდეს რომელი ჯარისკაცები არიან. ამის საპასუხოდ საპატრიარქომ უნდა გამოიწვიოს მოსკოვში ჩვენი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, აქედან უნდა გააგდოს რუსული ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს. თუ არა და საბოლოოდ დაამტკიცებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსული კაგებეს ფილიალია და მეტი არაფერი”. – წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ფოტომასალას ცნობილი რუსი მისიონერი, დიაკონი ანდრეი კურაევი ინტერნეტში აქვეყნებს.

იტვირთბა....