ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში, სამხედრო ტაძარში, ფრესკაზე აგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცებია გამოსახული

რუსეთში ახლად აშენებულ სამხედრო ტაძარში, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულ ომებს ეძღვნება, ფრესკაზე აგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცებია გამოსახული. ამის ამსახველ ფოტომასალას ცნობილი რუსი მისიონერი, დიაკონი ანდრეი კურაევი ინტერნეტში აქვეყნებს.

ფრესკის ქვემოთ შემდეგ წარწერას ვკითხულობთ:

“სამოქალაქო ომი ჩინეთში, ომი კორეაში, შეიარაღებული კონფლიქტი უნგრეთში, ლაოსში, ალჟირში, იემენში, ომი ვიეტნამში, შეიარაღებული კონფლიქტი ეგვიპტეში, სირიაში, ჩეხოსლოვაკიაში, კონფლიქტი დამანსკის ნახევარკუნძულზე, ომები ბანგლადეშსა და კამბოჯაში, ომი ანგლოაში, შეიარაღებული კონფლიქტები ეთიოპიასა და ნიკარაგუაში, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება ავღანეთში, შეიარაღებული ომი ლიბანში, ჩადში, კონფლიქტი ყარაბაღში, ომი იუგოსლავიაში, შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, ტაჯიკეთში და დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს მშვიდობისკენ იძულება, სირიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, ყირიმთან გაერთიანება”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ პატრიოტში მდებარეობს. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა.

 

 

იტვირთბა....