დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ხელმძღვანელი და გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ‘მეტრონომთან” ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ის სერგო თეთრაძის საქმეზე პროკურატურის სასარგებლოდ მუშაობდა.
გეჯაძე ადასტურებს, რომ ჩანაწერში ნამდვილად მისი საუბარია ასახული, თუმცა არსებულ ბრალდებას უარყოფს, რომელზეც “მთავარ აქცენტებში” ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაასახელა.
როგორც გეჯაძე გვეუბნება, ვინაიდან, მის მიერ ჩატარებული თეთრაძის გვამის ექსპეტიზის პასუხი განსხვავდებოდა 2012 წლამდე არსებული ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალური დასკვნისგან, დღეს მას ებრძვიან და ცდილობენ, ეს გიორგი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირონ და ამასთან მიმართბაში კითხვის ნიშანი გააჩინონ.
“ამ ზართან მიმართებაში რაც შეეხება, ეს პროვოკაციული ზარი, 2-3 წლის წინ იყო. თეთრაძის გვამი გამოკვლეული იქნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. შესაბამისად, დაიდო დასკვნა, რომელიც სკანდინალურად განსხვავდებოდა 2012 წლამდე თეთრაძის გვამის გამოკვლევის დასკვნისგან. დაიდო, რომ მოტეხილობები ჰქონდა, დაზიანებები ჰქონდა, რომელიც სახელმწიფოს საექსპერტიზო დაწესებულებას იმჟამად დაწერილი და გაფორმებული არ ჰქონდა. ეს ექსპერტიზა ჩვენ მაშინ თვითონ მთავარმა პროკურატურამ დაგვიკვეთა. დაიდო დასკვნა და ამ დასკვნამ დიდი როლი ითამაშა ჩემგან სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში. მერე როცა ბაჩო ახალაიას პროცესი იყო, ზუსტად აღარ მახსოვს, კაი ხნის შემდეგ, მავანმა მოინდომეს, ამ დასკვნის ობიექტურობაში კითხვის ნიშნები დაესვათ და იცით ვისზეა ლაპარაკი და რომელ ორგანიზაციებზეა ლაპარაკი და ყველანაირად შეეცადნენ გარკვეულ პროვოკაციაზე წამოსვლას,” -აცხადებს გეჯაძე.
გეჯაძის თქმით, თეთრაძის გვამზე ჩატარებული ექპერტიზის დასკვნა ობიექტური იყო და ამით ნებისმიერ სიტუაციაში მოწინააღმდეგე მხარეს “გადაამტვრევს ხერხემალში.”
“მე არ ვუარყოფ, რომ ჩემი ლაპარაკი იყო ე.წ. პროკურორთან, შესაბამისად ვადასტურებ და ყველგან მივიდოდი გინდათ პროკურატურის დაკვეთით, გინდ ნებისმიერი მხარის დაკვეთით, რამეთუ ვიცოდი, რომ დასკვნა იყო ობიქტური, დასკვნა იყო ჭეშმარიტი და შესაბამისად, საუბრისას იმიტომ ვახსენე სიტყვები “ხერხემალში გადამტვრევა”. ახლაც გიმეორებ, თეთრაძის საქმესთან თუ ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით ვინც დაგვიკვეთავს ექსპერტიზას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბრალდების თუ დაცვის მხარე, ჩემი პროდუქტი ობიექტურია და ნებისმიერ სიტუაციაში მოწინააღმდეგე მხარეს ვინც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ხატოვნად მოგახსენებთ და გადავამტვრევთ ხერხემალში,”- აღნიშნავს დამოუკიდებელი ექსპერტი.
თუ მიაქციეთ ყურადღება, გვარამიას გვერდზე ეჯდა საკმაოდ გამოცდილი იურისტი ბატონი ბექა, ყველანაირად ცდილობდა ბატონი ნიკა გვარამია, რომ ბატონ ბექას ეთქვა რაიმე ჩემს არასანდოობაზე. მერე უკვე ჩართო ე.წ. ჩანაწერი, ვითომ რაღაცის მთქმელი და გადაცემა დაამთავრა იმ კონტექსტში, “ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო საზოგადოებავ”, როგორც იცის ხოლმე რა, თეატრალიზებულ წარმოდგენას რომ მართავს… ახლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვენდოთ ალეკო გეჯაძეს თუ არ ვენდოთო და ამით დასვა წერტილი, მარტო თვითონ, მეტმა არავინ. რამეთუ ყველამ იცის, ვინ ვარ მე.,”- აცხადებს გეჯაძე “მეტრონომთან” ინტერვიუში.
დამოუკიდებელი ექსპერტი იმასაც გვეუბნება, რომ ამ ჩანაწერის გამო მან თავის დროზე საჩივარიც კი შეიტანა, ხოლო თეთრაძის საქმეზე რომ დასკვნა ობიექტური იყო, ამას ისიც მოწმობს, რომ მას ხელს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტებიც აწერდნენ.
ხოლო, კითხვაზე, რატომ დასჭირდა ნიკა გვარამიას აღნისნული ჩააწერის ახლა გავრცელება, გეჯაძე პასუხბს, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ცდილობს, საზოგადოებას მის კომპეტენციაში ეჭვი შეატანინოს და აქედან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზეც მისი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდოს.
გეჯაძე “მთავარი აქცენტების” გამომძიებელი ჟურნალისტის რეპორტაჟზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც საუბარია, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს მოტეხილობები აღენიშნებოდა და მას აბსურდს უწოდებს.
“ბუნებრივია, მე ვიცოდი, რომ დასკვნა იყო ობიექტური, მაგას არა მარტო მე ვაწერდი ხელს, არამედ მოწვეული დამოუკიდებელი ექსოეტებიც და შესაბამისად ვუთხრი, რა ღალატზეა ლაპარაკი და საერთოდ რაზეა ლაპარაკი, სადაც საჭიროა ყველგან დავიცავ ამ კონდინციას-მეთქია ა.შ. ღიმილის მომგვერელია ეს ყველაფერი, წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, სულ ცდილობენ, “ვექტორის” კომპეტენცია და პოზიციები ეჭვის ქვეშ დააყენონ, მაგრამ არ გამოსდით. ხომ ხედავთ, სამი წლის წინანდელი ჩანაწერი გამოიყენეს, ვითომ ამით რამე პარალელს გაავლებდნენ და ვითომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვითომ მოტეხილობები ჰქონდა და დამოუკდებელი ექსპერტიზა მალავს ამ მოტეხილობებს. ეს იყო ამის მთელი დედააზრი და მიზანი.მისმა ე.წ. ჟურალისტ-გამომძებელმა ილაპარაკა სისულელები… სისულლეეები, რომ ვოთომ ოჯახის წევრებმა არაფერი იციან, ვითომ მეგორებმა იციან, რომ მოტეხილი აქვს ძველი და ა.შ.
ხოლო, რაც შეეხება იმ პიროვნებას, ვინც დამირეკა, როგორც თქვა, პროკურატურის თანამშრომელი იყო. მე ხომ არ ვიცნობ პროკურატურის თანამშრომლებს სახელითა და გვარებით. პროკურატურის თანამშრომელი ვარო და სახელი და გვარიც მითხრა, მაგრამ აღარ მახსოვს. მე ვუთხარი, რა პრობლემაა, სადაც საჭიროა იქ მოვალ, სადაც საჭიროა იქ დავიცავ ინტერესებს და თუ საჭიროა ხერხემალში გადავტეხავ მოწინააღმდეგეს, თეთრაძის საქმეს რაც შეეხება,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
შეგახსენებთ, რომ “მთავარ აქცენტებში” ნიკა გვარამიამ გაავრცელა სატელეფონო საუბარი, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტს ალექსანდრე გეჯაძეს პროკურორ კახა თავაძის სახელით სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრებიან. საუბარში პიროვნება, რომელიც თავაძის სახელით რეკავს, გეჯაძეს ეკითხება, ხომ არ დააღალატებს პროკურატურას, რაზეც ექსპეტი შედეგი სიტყვეით პასუხობს-“საქმეს ბოლომდე მივიყვან, ხერხემალში გადავამტვრევ.”
ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე “მეტრონომს” ინტერვიუში გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის პროცესზეც ესაუბრა, სადაც განმარტავს, ჰქონდა თუ არა მოტეხილობები ფეხბურთელის ცხედარს.
თათია შაიშმელაშვილი